დასახელება: აუზი
ჟანრი: დეტექტივი, კრიმინალური, თრილერი, მისტიკა
პროდიუსერი: ფრანსუა ოზონი
წელი: 2003
ენა: რუსული
როლებში: შარლოტა რემპლინგი, ლიუდივინ სანიე, ჩარლზ დენსი, მარკ ფაიოლი, ჟან-მარი ლამური

მოკლე შინაარსი:

ინგლისელი მწერალი სარა მორტონი ჩამოდის თავისი გამომცემელის ქალაქგარეთა სახლში, იმისათვის რომ სიმარტოვეში,თავიდან ბოლომდე მიუძღვნას თავი სამუშაოს და რამოდენიმე თვიში ახალი ბლოქბასტერი წარმოადგინოს. მაგრამ სარა თავისი ახალი რომანის მხოლოდ რამოდენიმე წინადადების დაწერას მოასწრებს და მის სიმარტოვეს დაარღვევენ. ვილაზე ჩამოდის ახალგაზრდა გოგონა ჟიული – მეპატრონის ქალიშვილი. იმის გარდა, რომ გოგონა მუდამ სარას ხელს უშლის თავისი ლაპარაკებით და გამუდმებით უსმენს მუსიკას, მას ყოველ ღამეს თავის საძინებელში ახალი "მდგმურენო" მოყავს. ანუ მისს მორტონი და ჟიულის ურთიერთობები არც ისე ადვილად ეწყობა. გააფთრებული მწერალი არა ერთხელ წარმოუდგენს პრეტენზიებს ახალგაზრდა არსებას, რაზეც ის საკმაოდ თავშეკავებულად პასუხობს და სკანდალს გაურბის. მაგრამ ამავე დროს სარა საიდუმლოდ ადევნებს თვალს ახალარზრდა გოგონას მისი სასიყვარულო თამაშების დროს... ერთხელაც მის ქვედა საცვალს მიისაკუთრებს ჩუმად. და, ბუნებრივია, მაყურებლები, მოუთმენლად ელიან მომენტს, როდესაც ხანში შესული ქალი აცდუნებს და ლოგინში ჩაითრევს ახალგაზრდა გოგონას. სიტუაცია სერიოზულად გამწვავდება, როდესაც ჟიულის ერთჯერადი კავშირი სისხლიან ტრაგედიად მოტრიალდება...

გამყოფი


გამყოფი

სქრინი
გამყოფი

სახელი :
ემეილი:
კოდი :


რეკლამა

რეკლამა

გამოკითხვა

ჩვენი საყვარელი ტყუილი

javascript:;
სულ უპასუხა: 135

ამჯამად საიტზეა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მომხმარებლები: