დასახელება: თქვენთვის წერილია
ჟანრი: რომანტიული, კომედია,
წელი: 1998
პროდიუსერი: ნორა ეფრონი
ენა: რუსული
როლებში: ტომ ჰენკსი, მეგ რაიანი

მოკლე შინაარსი:

გოგონა რთავს კომპიუტერს , ის ელოდება ახალგაზრდა მამაკაცისაგან შეტყობინებას, რომელსაც რეალურად არ იცნობს. ქალი მოხიბლულია მისი ენამახვილობითა და სინაზით. ამავე დროს საქმიდან გამომდინარე ის ხვდება ვიღაც მაგნატს, რომლის წყალობითაც გაკოტრდება. რაოდენი იქნება მისი გაოცება როცა გაირკვევა, რომ მაგნატი და ის პიროვნება ვისთანაც მიმოწერა ჰქონდა , ერთი და იგივეა.....
დასახელება: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება კოლინვუდში
ჟანრი: კომედია
პროდიუსერი: ენტონი რუსო
წელი: 2002
ენა: რუსული
როლებში: ჯორჯ კლუნი, პატრიცია კლარკსონი, ჯენიფერ ესპოზიტო, ლუიზ გუსმანი

მოკლე შინაარსი:
პატარა ქურდბაცაცა კოსიმო, მანქანის ქურობაზე ჩავარდა. ციხეში მან მოულოდნელად გაიგო, საიდუმლოდ შენახული სეიფის შესახებ, რომელშიც 300 ათასი დოლარი ინახება. ამ სეიფის მიგნება არაფერი არ არის, მთავარია ციხიდან მალე გაღწევა. ამისათვის უნდა მოიძებნოს ვინმე თავზეხელაღებული, რომელიც სულ რაღაც 15 ათას დოლარად, კოსიმოს ბრალს თავის თავზე აიღებს და მის მაგივრად ციხეში ჩაჯდება. კოლინვუდში კი, ამის მსურველი, გაცილებით მეტი აღმოჩნდა ვიდრე კოსიმოს ეგონა...
დასახელება: ქალი ზემოდან
ჟანრი: მელოდრამა, კომედია,
წელი: 2000
პროდიუსერი: ფინა ტორესი
ენა: რუსული
როლებში: პენელოპა კრუსი, მურილო ბენისიო, ჰეროლდ პერინო, მარკ ფოიერსტინი, ჯონ დე ლანსი

მოკლე შინაარსი:

მომხიბვლელ, ბრაზილიელ იზაბელ ოლივეირას მშვენიერი ცხოვრება აქვს. მისი ქმარი - ტონინო, ბაიაში რესტორნის მფლობელია, თავად კი ბრაზილიის ერთ-ერთ სატელევიზიო არხზე კულინარიული შოუს წამყვანი. უეცრად, მოწმენდილ ცაზე მეხი გავარდება და... იზაბელა ბრაზილიას ტოვებს. ის სან-ფრანცისკოში ახალი სამსახურის საძიებლად მიდის...
დასახელება: ჯიუტი ტამარა
წელი: 2010
ჟანრი: კომედია, მუსიკალური, მულტფილმი
რეჟისორი: სტივენ პრირზი
როლებში: ჯემა არტერტონი,, როჯერ ალამი, ბილ კემპი, დომინიკ კუპერი, ლუკ ევანსი, ტემსინ გრეიგი, ჯესიკა ბარდენი, შარლოტა კრისტი

მოკლე შინაარსი:

ახალგაზრდა თამარა თავის მშობლიურ სახლში ბრუნდება ინგლისის ერთერთ სოფელში. ის ადრე დიდცხვირა და უშნო იყო, მარა ცხვირის პლასტიკური ოპერაციის შემდეგ ის ნამდვილი სექს-ბომბა ხდება. სოფელში ძირითადად მწერლები ცხოვრობენ და სრული სიმშვილეა, მაგრამ თამარას ჩამოსვლა თავდაყირა აყენებს ყველაფერს.
დასახელება: თავი მოაჩვენე ჩემ მეუღლედ
ჟანრი: კომედია, მელოდრამა,
წელი: 2011
პროდიუსერი: დენის დუგანი
ენა: რუსული
როლებში: ადამი სანდლერი, ჯენიფერ ენისტონი, ნიკოლ კიდმანი, ნიკ სვარდსონი,ბრუკლინ დეკერი

მოკლე შინაარსი:

ფილმის მთავარი გმირია დენი, რომელიც დელვინს ხვდება, და თავის მოსაწონებლად თავისი არარსებული მეუღლის შესახებ უყვება. მოსალოდნელი თანაგრძნობის ნაცვლად, დელვინს მისი მეუღლის გაცნობა უნდება. ახლა დენიმ სასწრაფოდ უნდა მოძებნოს სიტუაციიდან გამოსავალი. საბედნიეროდ მას ჰყავს მშვენიერი და ბავშვიანი კოლეგა კეტრინი, რომელიც დროებით მისი მეუღლის როლს შეასრულებს...
დასახელება: თანმხლები პირი
წელი: 2010
ჟანრი: საბრძოლო, კომედია, ოჯახური
რეჟისორი: სტივენ ჰერეკი
როლებში: მაიკლ პოლ ლევენსკი, კევინ კორიგენი, ჰოსე სუნიიგა, კევინ ო. რანკინი, ენრიკო კოლანტონი, ...

მოკლე შინაარსი:
რეი ბრედსტოუნი ყველაზე დახელოვნებული მძღოლია თავის სფეროში... ბანკების ძარცვის სფეროში. ციხიდან გათავისუფლების შემდეგ, იგი აპირებს მეტი არასდროს დაარღვიოს კანონი, თავის ქალიშვილ სალისთვის საუკეთესო მამა გახდეს და შეურიგდეს ყოფილ ცოლს, ლინის. როცა ოჯახთან შეერთების ყველა მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდება, ხოლო პატიოსნად ფულის შოვნა არ გამოსდის, ძველი ნაცნობები სთავაზობენ ”ბოლო საქმეს”.
დასახელება: დაუპატიჟებელი სტუმრები
ჟანრი: კომედია, მელოდრამა,
წელი: 2005
პროდიუსერი: დევიდ დობკინი
ენა: რუსული
როლებში: ოუენ უილსონი, ვინს ვონი, კრისტოფერ უოკერი, რეიჩელ მაკადამსი

მოკლე შინაარსი:
ორი აღვირახსნილი ახალგაზრდის - ჯონის და ჯერემის თავგადასავლები, რომლებმაც ქალების გაცნობის შესანიშნავ ხერხს მიაგნეს... ისინი თხზავენ თავის თავზე "ლეგენდებს", იპარებიან უცხო ქორწილებზე და... "აბავენ" ქალებს...
დასახელება: 50 პირველი პაემანი
ჟანრი: კომედია, მელოდრამა,
წელი: 2004
პროდიუსერი: პიტერ სიგალი
ენა: რუსული
როლებში: ადამ სანდლერი, დრიუ ბერიმორი, შონ ესტინი, რობ შნაიდერი

მოკლე შინაარსი:
ჰენრი როთი მომხიბლავ ლიუსიზეა შეყვარებული, მაგრამ მათ რომანს საფრთხე ემუქრება. ავტოავარიის შედეგად გოგონამ მეხსიერება დაკარგა და ყოველ დილას ავიწყდება ყველაფერი, რაც წინა დღეს მოხდა. მიუხედავად ამისა, ჰენრი მზადაა ყოველ დღე თავიდან იბრძოლოს ლიუსის სიყვარულის მოსაპოვებლად.
დასახელება: არარეალური ქასთინგი
წელი: 2010
ჟანრი: კომედია
რეჟისორი: სტ ფილმ პროდაქშენი
როლებში: გრანტ მნაცაგანიანი, ალექსანდრე სალიკოვი, იგორ სტრებკოვი, ალა მორენეცი, ანტონინა ტერკოვსკაია...

მოკლე შინაარსი:
ორი ახალგაზრდა გრანტი და საშა შემთხვევით ხვდებიან კინოსტუდიაში ქასთინგზე, სადაც ისინი რეჟისორის ყურადღებას იქცევენ. კითხვაზე, თუ ვინ არიან, გრანტმა უპასუხა, რომ ხულიგანი და არამზადაა. რეჟისორი მათ ექსპერიმენტში მონაწილეობას სთავაზობს. იგი გმირებს აძლევს კამერას, რომლითაც მათ უნდა გადაიღონ ფილმი თავიანთ ცხოვრებაზე...
დასახელება: მე ჯერ კიდევ აქ ვარ: ჰოაკინ ფენიქსის მიერ დაკარგული წელიწადი
წელი: 2010
ჟანრი: კომედია, მუსიკა
რეჟისორი: კეისი აფლეკი
რეჟისორი: მარტი ფოგი
როლებში: ჰოაკინ ფენიქსი, ენტონი ლენგდონი, კერი პერლოფი, ლარი მაკჰეილი, კეისი აფლეკი, ჯეკ ნიკოლსონი, ბილი კრისტალი, დენი გლოვერი, ბრუს უილისი, რობინ რაიტი, დენი დევიტო, შონ ’პი დიდი” კომბსი, ჯეიმი ფოქსი, ბენ ტილერი, ნატალი პორტმანი, ბარაკ ობამა (ქრონიკა)

მოკლე შინაარსი:

”ოსკარის” ნომინანტი სახელგანთქმული მსახიობის, ჰოაკინ ფენიქსის ცხოვრების ერთი წელი. 2008 წლის ოქტომბერში მის მიერ გამოცხადებული წარმატებული კინოკარიერის დამთავრების შესახებ მომენტიდან, იმის გამო, რომ თავს მუსიკას უძღვნიდა. ესაა მსახიობის პორტრეტი გზაგასაყარზე, საზოგადოების დაჟინებული მზერის წინაშე ადამიანის ცხოვრების შედეგების მხატვრული გააზრებისა და გაცნობიერების მცდელობა

რეკლამა

რეკლამა

გამოკითხვა

ჩვენი საყვარელი ტყუილი

javascript:;
სულ უპასუხა: 134

ამჯამად საიტზეა

სულ ონლაინში: 1
სტუმარი: 1
მომხმარებელი: 0
მომხმარებლები: